---
title: "მუხლი 249. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის შინაარსი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/249"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "249"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 249. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის შინაარსი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 249 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/249

საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობა უნდა შედგეს წერილობით, შუამდგომლობის გამგზავნის ხელმოწერით. იგი დამოწმებული უნდა იყოს დაწესებულების გერბიანი ბეჭდით. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს:
ა) შუამდგომლობის გამგზავნი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;
ბ) იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;
გ) საქმის ფაქტობრივ გარემოებებს;
დ) თხოვნის არსს, კერძოდ, იმ საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების შინაარსს, რომელიც უნდა ჩატარდეს;
ე) მონაცემებს იმ პირთა ვინაობის, მოქალაქეობრივი კუთვნილების, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების, საქმიანობისა და სისხლის სამართლის საქმისადმი დამოკიდებულების შესახებ, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება;
ვ) გამოთხოვილი დოკუმენტებისა და ნივთიერი მტკიცებულებების ნუსხას.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/248.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/250.md
