---
title: "მუხლი 25. სუბსიდიური სისხლისსამართლებრივი დევნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/25"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "25"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. სუბსიდიური სისხლისსამართლებრივი დევნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 25 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/25

1. დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ პროკურორის მიერ ფორმულირებულ სახელმწიფო ბრალდებას.

2. თუ პროკურორი უარს იტყვის ბრალდებაზე ან შეცვლის ბრალდებას, დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სასამართლოში მხარი დაუჭიროს წინანდელ ბრალდებას. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ წყდება, ხოლო პროკურორს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საქმის შემდგომ განხილვაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/26.md
