---
title: "მუხლი 250. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გამოძახება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/250"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "250"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 250. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გამოძახება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 250 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/250

1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება მოიწვიონ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სამოქალაქო მოსარჩელე ან სამოქალაქო მოპასუხე, ხოლო ბრალდებულის შუამდგომლობით – როგორც კანონიერი წარმომადგენელი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლისა და ყოფნის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ შუამდგომლობა ამ პირების გამოძახების შესახებ უარყოფილია, მათი გამოძახების ხარჯები ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც შეიტანა შუამდგომლობა.

3. საგამოძიებო მოქმედებასა და სასამართლოში მონაწილეობისათვის უცხო სახელმწიფოდან კონკრეტული პირების გამოძახების შესახებ თხოვნა იგზავნება 248-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ასეთი თხოვნა იმავდროულად შეიძლება გაეგზავნოს გამოსაძახებელ პირებსაც.

4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მონაწილეობით ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ტარდება ამ კოდექსით დადგენილი წესებით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1284 - სსმ I, №11, 24.06.2009წ., მუხ.45

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/249.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/251.md
