---
title: "მუხლი 252. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/252"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "252"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 252. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 252 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/252

თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან, გამოძიებული საქმის ყველა მასალა უნდა გადაეცეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილ პროკურორს ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აღნიშნულ მასალებს უგზავნის უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სისხლისსამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად ან მიმართავს თხოვნით საქართველოს ხელისუფლებისათვის ბრალდებულის გადმოცემის შესახებ.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/251.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/253.md
