---
title: "მუხლი 253. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მოთხოვნის განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/253"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "253"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 253. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მოთხოვნის განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 253 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/253

1. უცხო სახელმწიფოს მოთხოვნას, გამოსაძიებლად გადასცენ მასალები საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საქართველოში დაბრუნდა, განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ამასთანავე, საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გამოძიების დამთავრებამდე მასალების გადაცემის შესახებ; საქართველოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩატარების შესახებ; საქართველოს მოქალაქის გადაცემის შესახებ იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩასატარებლად, სადაც მოხდა დანაშაული.

2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ჩატარებული გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მიღებულ მტკიცებულებას საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

3. თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულია, მაგრამ ამ ქმედებისათვის იგი მსჯავრდებული არ ყოფილა უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მის მიმართ ჩაატაროს გამოძიება და გამოიტანოს განაჩენი. ამასთან, შეიძლება მასალებისა და მტკიცებულებათა გამოთხოვა იმ სახელმწიფოდან, სადაც ჩადენილია დანაშაული და წამოყენებულია მოთხოვნა დევნილი პირის საქართველოს ხელისუფლებისათვის გადმოცემის შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/252.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/254.md
