---
title: "მუხლი 257. ექსტრადიციაზე უარის თქმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/257"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "257"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 257. ექსტრადიციაზე უარის თქმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 257 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/257

ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ:
ა) პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში ან მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი საქართველოში;
ბ) ქმედება, რომელიც იყო გადაცემის, ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველი, არ ითვლება დანაშაულად საქართველოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პირის მიმართ უკვე გამოტანილია იმავე დანაშაულთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/256.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/258.md
