---
title: "მუხლი 259¹. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/259-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "259^1"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 259¹. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 259¹ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/259-1

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის მინიჭებული ყველა უფლებით ექსტრადიციის პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით.

2. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, მისი გადაცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს 7 დღისა გაასაჩივროს იგი შესაბამის (რაიონულ) საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ დადგენილების მიღებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 5 დღის ვადაში.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/259.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/260.md
