---
title: "მუხლი 273. შეტყობინება დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/273"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "273"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 273. შეტყობინება დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 273 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/273

1. პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ატყობინებს ამ პირებს ან მათს წარმომადგენლებს და გადასცემს ან უგზავნის მათ სათანადო დადგენილების ასლს. დადგენილებაში ჩამოთვლილი უნდა იყოს დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან მათი წარმომადგენლების საპროცესო უფლება-მოვალეობები.

2. დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან მათი წარმომადგენლების თხოვნით, გამომძიებელი განუმარტავს მათს უფლება-მოვალეობებს, რის შესახებაც აკეთებს აღნიშვნას დადგენილებაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/272.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/274.md
