---
title: "მუხლი 274. წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/274"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "274"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 274. წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 274 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/274

1. გამომძიებელი და პროკურორი უზრუნველყოფენ, რომ არ გამჟღავნდეს მონაცემები საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და მისი შედეგების, ჩვენებათა შინაარსის, მთლიანად საქმის ან მისი გარკვეული ნაწილის შინაარსის თაობაზე, აგრეთვე მონაცემები ექსპერტთა დასკვნის შესახებ. ამ მიზნით მათ შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს ჩამოართვან ხელწერილი – ვალდებულება, რომ მათი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილონ ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

2. სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროთ ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს.

3. დამცველის ვალდებულება სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის შესახებ არ ვრცელდება მის საუბარზე ბრალდებულთან ან ეჭვმიტანილთან.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება შეუძლია განახორციელოს სასამართლომ, თუ საქმე განიხილება დახურულ სხდომაზე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/273.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/275.md
