---
title: "მუხლი 280. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/280"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "280"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 280. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 280 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/280

1. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენისას გამომძიებელი ან პროკურორი შესაბამისი ორგანიზაციის თანამდებობის პირს უგზავნის წარდგინებას ამ გარემოებათა გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.

2. წარდგინების განხილვა სავალდებულოა. განხილვის შედეგი ერთი თვის ვადაში უნდა ეცნობოს წარდგინების ავტორს.

3. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 20 მინიმალურ ოდენობამდე. ამ საკითხზე პროკურორის მიერ შეტანილი შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 210-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
თავი XXXV
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა,
ბრალდების წაყენება და შეცვლა, ბრალდებაზე უარი
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/279.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/281.md
