---
title: "მუხლი 286. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო წესები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/286"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "286"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 286. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო წესები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 286 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/286

1. გამომძიებელი ამოწმებს კანონით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩაბმულ მონაწილეებს, რომელთაც განუმარტავს მათს უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს.

2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ღამით დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

3. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოიყენონ დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.

4. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დაუშვებელია ძალის, მუქარის, შანტაჟის, მოტყუებისა და სხვა უკანონო ხერხების გამოყენება, ასევე დაუშვებელია ამ მოქმედებაში მონაწილე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/285.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/287.md
