---
title: "მუხლი 288. საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე უარის ან ხელმოწერის შეუძლებლობის ფაქტის დადასტურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/288"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "288"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 288. საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე უარის ან ხელმოწერის შეუძლებლობის ფაქტის დადასტურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 288 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/288

1. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, მოწმე ან სხვა პირი უარს ამბობს საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რასაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი.

2. ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განმარტოს უარის მიზეზი და ეს უნდა აღინიშნოს ოქმში.

3. თუ ბრალდებულმა ან სხვა პირმა საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი არ მოაწერა, ეს ეცნობება პროკურორს. იგი ვალდებულია დაადგინოს ოქმის ხელის მოწერაზე უარის მიზეზი და მონაწილეობა მიიღოს შემდგომ დაკითხვაში.

4. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას ხელი მოაწეროს ოქმს, გამომძიებელი იწვევს გარეშე პირს, რომელიც დასაკითხი პირის თანხმობით ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს მისი ჩვენების ჩანაწერის სისწორეს. ოქმს ხელს აწერს გამომძიებელი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/287.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/289.md
