---
title: "მუხლი 289. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთათვის უფლებების განმარტებისა და უზრუნველყოფის სავალდებულოობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/289"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "289"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 289. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთათვის უფლებების განმარტებისა და უზრუნველყოფის სავალდებულოობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 289 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/289

გამომძიებელი ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე სხვა პირებს განუმარტოს მათი უფლებები და უზრუნველყოს ამ უფლებათა განხორციელების შესაძლებლობა. ამავე დროს მათ უნდა განუმარტონ, თუ რა მოვალეობა ეკისრებათ და რა შედეგი მოსდევს ამ მოვალეობათა შეუსრულებლობას. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს გადაეცემათ მათი უფლება-მოვალეობების წერილობითი ნუსხა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/288.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/290.md
