---
title: "მუხლი 291. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/291"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "291"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 291. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 291 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/291

1. სასამართლოში წარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ.

2. (ამოღებულია).

3. შუამდგომლობაში მოყვანილი უნდა იყოს მონაცემები დანაშაულის შესახებ, რომლის გამოც დასახულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რა მონაცემები უნდა მიიღონ ასეთი მოქმედების შედეგად, მისი ჩატარების ვადა, ადგილი, უშუალო შემსრულებელი, აგრეთვე სასამართლოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებისათვის საჭირო სხვა მონაცემები და, თუ ყოველივე ეს საკმარისი არ არის, მოსამართლეს უფლება აქვს მოითხოვოს მათი შევსება.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/290.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/292.md
