---
title: "მუხლი 293. მოსამართლის ბრძანება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/293"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "293"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 293. მოსამართლის ბრძანება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 293 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/293

1. მოსამართლის ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის გვარი, თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა, განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება იგი, ბრძანების მოქმედების ვადა, თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება, მოსამართლის ხელმოწერა, დამოწმებული სასამართლოს ბეჭდით.

2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება და გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება.
(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი)
[
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9
]
3. მოსამართლის ბრძანება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან დადგენილება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მისი გამოცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათში, ხოლო დადგენილება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ – მისი გამოტანიდან 48 საათში შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
თავი XXXVII
დაკითხვა
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/292.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/294.md
