---
title: "მუხლი 295. გამოძახება დაკითხვაზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/295"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "295"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 295. გამოძახება დაკითხვაზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 295 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/295

1. მოწმეს, დაზარალებულს, აგრეთვე თავისუფლებაში მყოფ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს გამომძიებელთან ან პროკურორთან იძახებენ უწყებით. უწყება იგზავნება ფოსტით ან შიკრიკის ხელით. გამოძახება შეიძლება აგრეთვე ტელეფონოგრამით, დეპეშით, რადიოგრამით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით.

2. გამოძახების შესახებ უწყებასა თუ სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები.

3. უწყების (შეტყობინების) ხელზე მიღება გამოძახებულმა ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს. თუ გამოძახებული ადგილზე არ იმყოფება, უწყება (შეტყობინება) მისთვის გადასაცემად ხელმოწერით უნდა ჩაჰბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს.

4. პირებს, რომლებიც საგამოძიებო ან დროებითი ყოფნის იზოლატორში, მიმღებგამანაწილებელში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ან აღმზრდელობით კოლონიაში იმყოფებიან, იძახებენ ამ დაწესებულებათა ადმინისტრაციის მეშვეობით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/294.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/296.md
