---
title: "მუხლი 298. საქმის გარემოებათა შესახებ თავისუფალი თხრობა და კითხვების დასმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/298"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "298"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 298. საქმის გარემოებათა შესახებ თავისუფალი თხრობა და კითხვების დასმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 298 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/298

1. დასაკითხ პირს უნდა განემარტოს, რა საქმეზეა გამოძახებული, და წინადადება მიეცეს მოყვეს, რა იცის საქმის გარემოებათა შესახებ. თავისუფალი თხრობის შეწყვეტა დაუშვებელია, მაგრამ, თუ დასაკითხი ლაპარაკობს გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, გამომძიებელს შეუძლია მისი შეჩერება.

2. თავისუფალი თხრობის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით შეიძლება დაუსვან კითხვები.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/297.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/299.md
