---
title: "მუხლი 30. სამოქალაქო სარჩელი და მისი წარდგენის საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/30"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "30"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. სამოქალაქო სარჩელი და მისი წარდგენის საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 30 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/30

1. პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი.

2. იურიდიულ პირს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს მოითხოვოს ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება.

3. ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, პირდაპირი ზიანისა და ანაცდენი სარგებლის სახით, საშუალო-საბაზრო ფასებით ინდექსაციის გამოყენებით.

4. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება დაკრძალვაზე, მკურნალობაზე, პროთეზირებასა და მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯების, გადახდილი სადაზღვევო თანხების, დახმარებისა და პენსიის კომპენსაციით.

5. მორალური ზიანი ანაზღაურდება ფულადი და სხვა ქონებრივი გამოხატულებით, დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის, დასახიჩრების, დამახინჯების, ბიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციების მოშლისა თუ დაქვეითებისათვის, აგრეთვე სხვა სახის ფიზიკური თუ მორალური ზიანით გამოწვეული განცდებისათვის. დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობას ადგენს სასამართლო ზიანის სიმძიმისა და ბრალდებულის (სამოქალაქო მოპასუხის) ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

6. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/31.md
