---
title: "მუხლი 304. ხმის ჩაწერის გამოყენება დაკითხვისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/304"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "304"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 304. ხმის ჩაწერის გამოყენება დაკითხვისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 304 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/304

1. ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, მოწმის ან დაზარალებულის დაკითხვისას შეიძლება ხმის ჩაწერა.

2. გამომძიებელი გადაწყვეტილებას იღებს ხმის ჩაწერის შესახებ და ამის თაობაზე დასაკითხს აცნობებს დაკითხვის დაწყებამდე.

3. ხმის ჩანაწერი უნდა ასახავდეს დაკითხვის მთელ მიმდინარეობას. დაკითხვის ნაწილის ჩაწერა, აგრეთვე იმავე დაკითხვისას მიცემული ჩვენების გამეორება სპეციალურად ჩაწერისათვის დაუშვებელია.

4. დაკითხვის დამთავრებისთანავე ხმის ჩანაწერი მთლიანად უნდა მოასმენინონ დასაკითხს და ჰკითხონ, სურს თუ არა რაიმე დაუმატოს ან დააზუსტოს და ადასტურებს თუ არა ჩანაწერის სისწორეს. ხმის ჩაწერის შემდეგ დასაკითხის დამატებითი ჩვენებაც ფირზე იწერება.

5. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის შუამდგომლობით მისი ჩვენება შეიძლება ჩაწერილ იქნეს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური საშუალებებით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/303.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/305.md
