---
title: "მუხლი 306. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/306"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "306"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 306. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 306 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/306

1. არასრულწლოვანი მოწმე შეიძლება დაიკითხოს იმ პირობით, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით წარმოადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობები.

2. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა ტარდება არასრულწლოვანი მოწმის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. 7 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან მისი არარსებობისას მეურვის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

3. დაკითხვის დაწყებამდე ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირებს უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ დაესწრონ დაკითხვას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და, გამომძიებლის ნებართვით, დასვან შეკითხვები. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვები, რომლებიც საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ ისინი ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

4. 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/305.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/307.md
