---
title: "მუხლი 307. ყრუ-მუნჯი და მძიმედ დაავადებული მოწმის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/307"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "307"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 307. ყრუ-მუნჯი და მძიმედ დაავადებული მოწმის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 307 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/307

1. ყრუ-მუნჯი მოწმის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის ნიშნებს და შეუძლია მისთვის იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება. დაკითხვაში ასეთი პირის მონაწილეობა ოქმში უნდა აისახოს.

2. მძიმე ავადმყოფი მოწმის დაკითხვა ყველა შემთხვევაში ტარდება ექიმის წერილობითი ნებართვით, ხოლო თუ ამას აუცილებლად მიიჩნევს ექიმი – მისი თანდასწრებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/306.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/308.md
