---
title: "მუხლი 308. მოწმის დაკითხვის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/308"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "308"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 308. მოწმის დაკითხვის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 308 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/308

1. მოწმის დაკითხვის შესახებ დგება ოქმი. მასში უნდა აისახოს დამკითხველი პირის თანამდებობა და გვარი, მოწმის სახელი და გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე მისი ურთიერთობა ეჭვმიტანილთან, ბრალდებულსა თუ დაზარალებულთან. ოქმში უნდა აისახოს, რომ მოწმეს განუმარტეს მისი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა.

2. მოწმის ჩვენება და დასმულ კითხვაზე პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.

3. მოწმე ჩვენებას იძლევა იმ ენაზე, რომელიც იცის. თუ მოწმემ არ იცის სამართალწარმოების ენა, დაკითხვა ხდება თარჯიმნის მონაწილეობით.

4. მოწმეს უფლება აქვს ჩვენება დაწეროს საკუთარი ხელით, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვები.

5. დაკითხვის დამთავრებისთანავე მოწმეს უნდა გააცნონ ოქმი; მასში უნდა შეიტანონ დამატება-შესწორებანი, თუ ასეთები არსებობს.

6. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ მოწმემ და გამომძიებელმა, აგრეთვე
დაკითხვაში მონაწილე სხვა პირებმა
. ამასთან, მოწმე ხელს აწერს ოქმის თითოეულ გვერდს.

7. თუ მოწმე უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს ამის მიზეზი, გააკეთოს შესაბამისი მინაწერი დაკითხვის ოქმის ბოლოს და დაამოწმოს ოქმი თავისი ხელმოწერით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/307.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/309.md
