---
title: "მუხლი 310. ეჭვმიტანილის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/310"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "310"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 310. ეჭვმიტანილის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 310 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/310

1. (ამოღებულია).

2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს ჩვენება მისცეს დამცველის თანდასწრებით. თუ შეუძლებელია დამცველის მონაწილეობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მისი მონაწილეობა უზრუნველყონ და განუმარტონ დაკავებულს, რომ დამცველის მოსვლამდე უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება.

3. დაკითხვის დაწყებამდე გამომძიებელმა და პროკურორმა ეჭვმიტანილს უნდა აცნობონ ეჭვის არსი და განუმარტონ მისი უფლებები.

4. დაკითხვის დაწყებისთანავე ეჭვმიტანილს უნდა შესთავაზონ, რომ მისცეს ჩვენება ეჭვისა და სხვა გარემოებათა შესახებ, რომელთაც, მისი აზრით, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს საქმისათვის.

5. ეჭვმიტანილის დაკითხვისას უნდა იხელმძღვანელონ ბრალდებულის დაკითხვისათვის დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/309.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/311.md
