---
title: "მუხლი 311. ბრალდებულის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/311"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "311"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 311. ბრალდებულის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 311 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/311

1. (ამოღებულია).

1¹. (ამოღებულია).

2. ბრალდებული უნდა დაიკითხოს დღის საათებში, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა.

3. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წინასწარი გამოძიების ადგილას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – იქ, სადაც იგი იმყოფება.

4. ბრალდებულის დაკითხვა ტარდება სხვა ბრალდებულთაგან განცალკევებით.

5. ბრალდებულის დაკითხვაზე დასწრების უფლება აქვს დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.

6. ბრალდებულის პირველ დაკითხვაში მონაწილეობს პროკურორი ამ კოდექსით დადგენილი წესით.

7. ყრუ-მუნჯი ბრალდებულის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის ნიშნებს და შეუძლია იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება მისთვის.

8. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წაყენებული ბრალდების არსის მიხედვით, აგრეთვე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა შესახებ.

9. დაკითხვის დაწყებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე.

10. დაკითხვის დაწყებისთანავე გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში.

11. ბრალდებულის დუმილი ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

12. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას თავისუფლად უნდა ჩამოაყალიბოს მისთვის ცნობილი ყველა გარემოება, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვა გამომძიებელმა, პროკურორმა და დამცველმა. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვა, თუ იგი საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ კითხვა უნდა დაფიქსირდეს ოქმში.

13. 18 წლამდე ასაკის ბრალდებულის დაკითხვაში მონაწილეობს პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/310.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/312.md
