---
title: "მუხლი 319. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/319"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "319"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 319. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 319 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/319

მოსამართლე ამ კოდექსის 292-ე–293-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობას ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ბრძანებით იძლევა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვას. ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე შენობა, რომელშიც ნებადართულია ამოღება ან ჩხრეკა, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ეკუთვნის ეს შენობა, მოქალაქე, რომლის მიმართაც ნებადართულია პირადი ჩხრეკის ჩატარება, ჩხრეკისა თუ ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები საგანი, დოკუმენტი და მათი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/318.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/320.md
