---
title: "მუხლი 320. ამოღება და ჩხრეკა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/320"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "320"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 320. ამოღება და ჩხრეკა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 320 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/320

1. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი გამოვლინდა, სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს განჩინება (დადგენილება), რომელშიც აღინიშნება ამ კოდექსის 316-ე–317-ე მუხლებში მითითებული მონაცემები, და ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ავალებს გამომძიებელს ან პროკურორს.

2. ამოღების ან ჩხრეკის ოქმს და მისი ჩატარებისას ამოღებულ საგანსა და დოკუმენტს გამომძიებელი ან პროკურორი დაუყოვნებლივ გადასცემს სასამართლოს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/319.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/321.md
