---
title: "მუხლი 321. დამსწრის და სხვა პირთა მონაწილეობა ამოღების ან ჩხრეკის დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/321"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "321"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 321. დამსწრის და სხვა პირთა მონაწილეობა ამოღების ან ჩხრეკის დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 321 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/321

1. ამოღების ან ჩხრეკის დროს ეჭმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს დამსწრე (არა უმეტეს ორისა).

2. ამოღების ან ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ სახლის მფლობელი ან/და ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.

3. ამოღება ან ჩხრეკა საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის შენობაში უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.

4. პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, აგრეთვე დამსწრეს, სპეციალისტს, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან (წარმომადგენელს) უფლება აქვს დაესწროს გამომძიებლის, პროკურორის ყველა მოქმედებას, გააკეთოს განცხადება, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/320.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/322.md
