---
title: "მუხლი 322. ამოღებისა და ჩხრეკის ადგილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/322"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "322"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 322. ამოღებისა და ჩხრეკის ადგილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 322 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/322

1. ამოღება და ჩხრეკა შეიძლება სამსახურებრივ შენობაში, საცხოვრებელ ბინასა და სხვა მფლობელობაში, სატრანსპორტო საშუალებაში თუ სხვა ადგილას, სადაც შეიძლება იყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი.

2. გასაჩხრეკთან ერთ ბინაში მცხოვრები სხვა პირის ნივთის ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დამალა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი.

3. თუ ამოღების ან ჩხრეკის დროს წარმოიშვა იმ შენობისა თუ ადგილის შემოწმების აუცილებლობა, რომელიც არ არის მითითებული მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში), საჭიროა დამატებითი ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) მიღება ძებნის სფეროს გაფართოების თაობაზე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღება ან ჩხრეკა შეიძლება მოსამართლის ბრძანების გარეშეც, მაგრამ შემდგომ მოსამართლეს უნდა ეცნობოს ამის შესახებ 290-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/321.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/323.md
