---
title: "მუხლი 324. უკანონო და უსაფუძვლო ამოღებისა და ჩხრეკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/324"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "324"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 324. უკანონო და უსაფუძვლო ამოღებისა და ჩხრეკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 324 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/324

1. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას არ აღმოჩნდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, იმ პირს, რომელთანაც ტარდებოდა ეს საგამოძიებო მოქმედება, ბოდიში უნდა მოუხადონ, ხოლო თუ ის მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს წერილობით.

2. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, თუ არ აღმოჩნდა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს სადგომში წესრიგის აღდგენა და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოქალაქეს მიადგა ამოღების ან ჩხრეკის შედეგად.

3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას დაირღვა ამ საგამოძიებო მოქმედების კანონით დადგენილი წესი, ამოღებული საგანი ან დოკუმენტი არ იძენს ან კარგავს მტკიცებულების მნიშვნელობას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/323.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/325.md
