---
title: "მუხლი 325. პირადი ჩხრეკა და ამოღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/325"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "325"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 325. პირადი ჩხრეკა და ამოღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 325 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/325

1. ამ კოდექსის 316-ე–317-ე მუხლებში აღნიშნული საფუძვლების არსებობისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთებში ან სხეულზე.

2. პირადი ჩხრეკა ან ამოღება ტარდება 321–324-ე და 326-327-ე მუხლებში აღნიშნული წესებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) გარეშე პირადი ჩხრეკა ან ამოღება შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ 142-ე მუხლის შესაბამისად, ეჭვმიტანილის შეპყრობისას არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი ან ცდილობს თავიდან მოიშოროს მტკიცებულება, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში;
ბ) ამ კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით პოლიციაში ეჭვმიტანილის მიყვანის შემდეგ დაკავების ოქმის შედგენისას.
გ) ბრალდებულის დაპატიმრებისას, თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი, საგანი, რომლის შენახვაც კანონით იკრძალება, ანდა საგანი ან დოკუმენტი, რომელსაც საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს;
დ) თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების ადგილას მყოფი პირი მალავს ამოსაღებ საგანს ან დოკუმენტს.

4. პირადი ჩხრეკა და პირისაგან საგნის, ნივთისა თუ დოკუმენტის ამოღება, რასაც თან სდევს გაშიშვლება, უნდა ჩაატაროს იმავე სქესის თანამდებობის პირმა, ასევე იმავე სქესის სპეციალისტმა თუ ის მოწვეულია.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/324.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/326.md
