---
title: "მუხლი 326. ამოღებისა და ჩხრეკის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/326"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "326"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 326. ამოღებისა და ჩხრეკის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 326 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/326

1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ გამომძიებელი, პროკურორი, აგრეთვე ამ კოდექსის 145-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პირები ადგენენ ოქმს ამ კოდექსის 287-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ ამოღების ან ჩხრეკის ჩამტარებელი თანამდებობის პირი, დამსწრე, სპეციალისტი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა ან ამოღება, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამ კოდექსის 321-ე მუხლში აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთი.

2. ოქმში მითითებული უნდა იყოს, რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი ან დოკუმენტი, ნებაყოფლობითაა ის გადაცემული, თუ – იძულებით ჩამორთმეული. ყველა ჩამორთმეული საგანი და დოკუმენტი ოქმში უნდა აღინიშნოს მათი რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნების მითითებით.

3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას იყო მცდელობა, გაენადგურებინათ და გადაემალათ მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, ანდა თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს გამომძიებლის, პროკურორის, აგრეთვე ამ კოდექსის 145-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პირების მიერ განხორციელებული ღონისძიებანი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/325.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/327.md
