---
title: "მუხლი 327. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლის გადაცემა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/327"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "327"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 327. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლის გადაცემა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 327 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/327

1. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი ხელმოწერით გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის პატრონს ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს იმ წარმომადგენელს, რომელიც ჩხრეკას ესწრებოდა.

2. თუ ამოღება ან ჩხრეკა ტარდებოდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი ხელმოწერით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციას ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/326.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/328.md
