---
title: "მუხლი 328. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/328"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "328"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 328. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 328 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/328

1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარება დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში შეიძლება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თხოვნით ან თანხმობით.

2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლის ან მისი ოჯახის წევრების თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას აუცილებელია პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/327.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/329.md
