---
title: "მუხლი 333. დათვალიერების მიზანი და სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/333"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "333"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 333. დათვალიერების მიზანი და სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 333 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/333

1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი, გვამი, ადგილმდებარეობა, სადგომი, საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი.

2. ადამიანის სხეულის დათვალიერება ხდება შემოწმების ან ექსპერტიზის ჩატარებისას, ხოლო საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილისა – მისი დაყადაღებისა და ამოღების დროს.

3. ამოღებისა და ჩხრეკის ჩატარების შედეგად აღმოჩენილი დოკუმენტის, საგნისა და კვალის დათვალიერება ხდება ამ საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/332.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/334.md
