---
title: "მუხლი 334. ზოგადი დებულებები დათვალიერების წესის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/334"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "334"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 334. ზოგადი დებულებები დათვალიერების წესის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 334 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/334

1. დათვალიერებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები.

2. აუცილებლობის შემთხვევაში დათვალიერებისას, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს ფოტო და კინოგადაღებას, ხმის ჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდებს.

3. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოვლენას.

4. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგნები თუ დოკუმენტები მათ ამოღებამდე უნდა წარუდგინონ დათვალიერების მონაწილეებს. ამასთან, უნდა მოხდეს მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული საგნის, დოკუმენტის, კვალის, ტვიფრის ან ანაბეჭდის ამოღება.

5. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტისა და კვალის დასათვალიერებლად საჭიროა ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, დათვალიერება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/333.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/335.md
