---
title: "მუხლი 335. შემთხვევის ადგილის დათვალიერება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/335"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "335"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 335. შემთხვევის ადგილის დათვალიერება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 335 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/335

1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს.

2. (ამოღებულია).

3. პირმა, რომელიც დათვალიერებას ატარებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი და დოკუმენტი, აგრეთვე კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა შეფუთოს და დალუქოს, შეფუთულ საგანზე, ლუქის გარდა, აღინიშნება საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და თარიღი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/334.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/336.md
