---
title: "მუხლი 336. გვამის დათვალიერება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/336"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "336"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 336. გვამის დათვალიერება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 336 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/336

1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი სასამართლო ექსპერტის მონაწილეობით, ხოლო თუ სასამართლო ექსპერტის მონაწილეობა შეუძლებელია – სხვა ექიმის მონაწილეობით. საჭიროების შემთხვევაში, გვამის დასათვალიერებლად შეიძლება მოწვეულ იქნეს სხვა სპეციალისტიც.

2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება სავალდებულოა. გვამის დათვალიერებისას შეიძლება საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება 375–384-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

3. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/335.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/337.md
