---
title: "მუხლი 337. ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/337"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "337"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 337. ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 337 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/337

1. გამომძიებელი ან პროკურორი ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერებას ატარებს ამ კოდექსის 334-ე–339-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომებში ან დახურულ ტერიტორიაზე მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი მიმართავს მოსამართლეს, რომელიც შესაბამისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას დათვალიერების ჩასატარებლად. ბრძანება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.

3. გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებას შეიძლება მოჰყვეს ნივთიერ მტკიცებულებათა განადგურება, დამალვა ან გაფუჭება, გამონაკლისის სახით დასაშვებია ბინაში ან სამსახურებრივ სადგომში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე, ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფილმი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი ოქმზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ ამ მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/336.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/338.md
