---
title: "მუხლი 338. საგნისა და დოკუმენტის დათვალიერება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/338"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "338"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 338. საგნისა და დოკუმენტის დათვალიერება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 338 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/338

1. გამომძიებელი ან პროკურორი ათვალიერებს საგანს ან დოკუმენტს მისი აღმოჩენის ადგილას, ხოლო თუ დასათვალიერებლად ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალებაა საჭირო, დათვალიერებას აგრძელებს წინასწარი გამოძიების ჩატარების ადგილას.

2. აუცილებლად უნდა მოხდეს იმ საგნის ან დოკუმენტის დათვალიერება, რომელიც თანამდებობის პირმა ან მოქალაქემ წარუდგინა გამომძიებელს ან პროკურორს ამ კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის ან დოკუმენტის განადგურებას ან დაზიანებას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/337.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/339.md
