---
title: "მუხლი 339. დათვალიერების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/339"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "339"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 339. დათვალიერების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 339 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/339

1. დათვალიერების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. ოქმში უნდა აღიწეროს დათვალიერებისას გამომძიებლის ან პროკურორის ყველა მოქმედება, აგრეთვე დათვალიერების დროს აღმოჩენილი ყველა კვალი, საგანი თუ დოკუმენტი. ამოღებული საგნის ან დოკუმენტის მფლობელს აძლევენ სათანადო ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ოქმის ასლს.

3. ოქმში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, თუ რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალებები გამოიყენეს და რა შედეგები მიიღეს, ვინ მონაწილეობდა დათვალიერებაში და რაში გამოიხატებოდა ეს მონაწილეობა, რა საგანი და დოკუმენტი დაილუქა და როგორი ლუქით, სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნები და დოკუმენტები.

4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფირი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი უნდა დაადასტურონ დათვალიერების ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ, სპეციალისტმა და დათვალიერების მონაწილე სხვა პირმა.

5. კანონის დარღვევით ჩატარებული დათვალიერების შედეგად ამოღებულ საგანს, კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდს, დოკუმენტს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
თავი XL
საგამოძიებო ექსპერიმენტი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/338.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/340.md
