---
title: "მუხლი 340. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი და მიზანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/340"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "340"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 340. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი და მიზანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 340 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/340

1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების, სხვა მტკიცებულების ანდა საქმის გამო წამოჭრილი ვერსიის შესამოწმებლად, რისთვისაც შეიძლება მოაწყოს საჭირო ცდა, რათა აღადგინოს გამოსაკვლევი მოვლენა, გარკვეული მოქმედება, ვითარება და გარემოება ამა თუ იმ ფაქტის აღქმის, მოქმედების ჩადენის ან მოვლენის დადგომის შესაძლებლობის, მისი მექანიზმისა და კვალის წარმოქმნის შესამოწმებლად.

2. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/339.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/341.md
