---
title: "მუხლი 343. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/343"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "343"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 343. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 343 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/343

1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი, კონკრეტულად რაში გამოიხატა შემთხვევის ვითარებისა და გარემოების აღდგენა, რა საცდელი მოქმედება, როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ და რამდენჯერ მოეწყო და რა შედეგია მიღებული.

2. ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას შედგენილი გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ხმის ჩანაწერი, კინო, ვიდეოჩანაწერი, დამზადებული ექსპერიმენტული ტვიფრი და ანაბეჭდი ოქმში ხელმოწერით უნდა დაადასტურონ ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
თავი XLI
ჩვენების ადგილზე შემოწმება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/342.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/344.md
