---
title: "მუხლი 344. ჩვენების ადგილზე შემოწმების საფუძველი და მიზანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/344"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "344"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 344. ჩვენების ადგილზე შემოწმების საფუძველი და მიზანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 344 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/344

1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ჩვენება შეამოწმოს შემთხვევის ადგილზე.

2. ჩვენების ადგილზე შემოწმება ტარდება იმ მიზნით, რომ:
ა) აღმოაჩინონ საგანი, დოკუმენტი, კვალი, რომლის ადგილსამყოფელიც ცნობილია პირისათვის, რომლის ჩვენებაც მოწმდება;
ბ) დააზუსტონ ადგილი, სადაც გამოძიებისას აღმოჩენილი იყო საგანი, დოკუმენტი, გვამი, კვალი;
გ) გამოავლინონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ადგილი ან მარშრუტი, ერთი და იმავე გარემოების შესახებ რამდენიმე პირის ჩვენების დამთხვევა ან განსხვავება;
დ) შეამოწმონ ჩვენების უტყუარობა მისი აღდგენისა და შემთხვევის ვითარებასთან შეჯერების გზით.

3. პირი, რომლის ჩვენებაც მოწმდება, შემთხვევის ადგილზე იძლევა განმარტებას, რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ჩვენების დაზუსტება.

4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების შედეგებს მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს მაშინ, თუ გარკვეული შემთხვევის, საგნისა და ფაქტის შესახებ ამ პირის ინფორმირებულობა შეიძლება აიხსნას დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობით.

5. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩვენების შესამოწმებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/343.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/345.md
