---
title: "მუხლი 346. ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/346"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "346"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 346. ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 346 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/346

1. ჩვენების ადგილზე შემოწმების ჩასატარებლად გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. ოქმი უნდა შეიცავდეს ცნობას იმის შესახებ, თუ სად, როდის, რა პირობებში, რომელ პირთა დასწრებითა და მონაწილეობით ტარდებოდა ჩვენების შემოწმება, რა შინაარსისაა ადგილზე მიცემული ჩვენება, რა საგანი, დოკუმენტი ან კვალია აღმოჩენილი, დათვალიერებული და ამოღებული, რა დაზუსტება შეიტანა პირმა თავის ჩვენებაში.

3. ოქმი და ჩვენების შემოწმებისას შედგენილი მისი დანართები უნდა დაამოწმონ შემოწმების ჩამტარებელმა და იმ პირმა, რომლის ჩვენებაც მოწმდება, აგრეთვე დამსწრემ, სპეციალისტმა, ექსპერტმა და ამ საგამოძიებო მოქმედების სხვა მონაწილემ.
თავი XLII
წარდგენა ამოსაცნობად

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/345.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/347.md
