---
title: "მუხლი 347. პირის წარდგენა ამოსაცნობად — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/347"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "347"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 347. პირის წარდგენა ამოსაცნობად — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 347 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/347

1. პირის ამოსაცნობად წარდგენამდე გამომძიებელმა უნდა დაკითხოს მოწმე, დაზარალებული, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, ამ პირის გარეგნობისა და სხვა ნიშნების, აგრეთვე იმ გარემოების შესახებ, რომელშიც ამომცნობმა ნახა ეს პირი.

2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ჩვენების მიცემისაგან თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

3. ამომცნობს ამოსაცნობი პირი უნდა წარუდგინონ იმავე სქესის არანაკლებ სამ ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.

4. ამოცნობამდე გამომძიებელი ამოსაცნობს სთავაზობს დაიკავოს ნებისმიერი ადგილი სხვა პირთა შორის.

5. გამომძიებლის გადაწყვეტილებით, პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ამოსაცნობის ვიზუალური დაკვირვების გარეშე.

6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული არ ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ ამომცნობმა მიუთითა ისეთ ნიშანზე, რომელიც არ არის საკმარისი ამოსაცნობი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. ერთი და იმავე ამომცნობის მიერ პირის ამოცნობის ხელმეორედ ჩატარება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით.

7. განსაკუთრებულ შემთხვევაში პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა პირის ფოტოსურათი, რომლებზედაც ამოსაცნობნი მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გარეგნობითა და ტანსაცმლით.

8. დამცველს უფლება აქვს დაესწროს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ამოცნობას.

9. (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/346.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/348.md
