---
title: "მუხლი 348. საგნის წარდგენა ამოსაცნობად — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/348"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "348"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 348. საგნის წარდგენა ამოსაცნობად — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 348 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/348

1. ამოსაცნობად საგნის წარდგენისას გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე უნდა დაკითხოს ამომცნობი ამოსაცნობი საგნის ნიშნებისა და იმ ვითარების შესახებ, რომელშიც მან ეს საგანი ნახა.

2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, მას აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, თავის არიდების, ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტავენ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

3. ამოსაცნობი საგანი ამომცნობს უნდა წარუდგინონ სხვა ერთგვაროვან საგნებთან ერთად, რომელთა რაოდენობაც სამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამომცნობს სთავაზობენ მიუთითოს საგანი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშნებით ამოიცნო იგი.

4. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი საგნის ამოცნობისას, რომლის ანალოგიური საგნის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ წარმოდგენილი საგნის (გვამის) მიხედვით.

5. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/347.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/349.md
