---
title: "მუხლი 349. ამოსაცნობად წარდგენის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/349"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "349"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 349. ამოსაცნობად წარდგენის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 349 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/349

1. პირის ან საგნის ამოსაცნობად წარდგენის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აისახება ამომცნობის ვინაობა, აგრეთვე ცნობები ამოსაცნობად წარდგენილი პირისა და საგნის აღწერილობის თაობაზე. ოქმში დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი ნიშნები, რომელთა მიხედვითაც ამოიცნეს პირი ან საგანი.

2. ოქმში უნდა აღინიშნოს ამოცნობის ჩატარების ადგილი და დრო, აგრეთვე მისი ჩამტარებელი პირის თანამდებობა და გვარი.

3. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე. ოქმს უნდა დაერთოს ამოცნობისას გამოყენებული კინო- ან ვიდეოგადაღების მასალა, ფოტოსურათი და ფირი.

4. თუ ამომცნობმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, ეჭვობს და ორჭოფობს ამოცნობის სისწორეში, აგრეთვე, თუ ამოცნობა ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესის დარღვევით, ამოსაცნობად წარდგენის ოქმი მტკიცებულებად არ გამოიყენება.
თავი XLIII
შემოწმება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/348.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/350.md
