---
title: "მუხლი 352. დადგენილება შემოწმების ჩატარების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/352"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "352"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 352. დადგენილება შემოწმების ჩატარების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 352 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/352

1. გამომძიებელს ან პროკურორს შემოწმების ჩასატარებლად გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარის მონაცემებს, რომ ადამიანს სხეულზე აჩნევია დანაშაულის კვალი ან ამ კოდექსის 350-ე მუხლში მითითებული სხვა ნიშნები.

2. დადგენილებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რა მიზნით ატარებს შემოწმებას, ვინ უნდა შემოწმდეს, ვისთან და როდის უნდა გამოცხადდეს პირი შესამოწმებლად.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/351.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/353.md
