---
title: "მუხლი 353. შემოწმების ჩატარების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/353"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "353"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 353. შემოწმების ჩატარების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 353 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/353

1. შემოწმების შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება სავალდებულოა იმ პირისათვის, რომელსაც იგი ეხება.

2. ეჭვმიტანილი და ბრალდებული, რომლებიც თავს არიდებენ შემოწმებას, შეიძლება იძულებით მოიყვანონ და შეამოწმონ.

3. დაზარალებული და მოწმე იძულებით შეიძლება შეამოწმონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოითხოვს შემოწმებას დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი ჩვენების გაბათილების მიზნით. მოწმისა და დაზარალებულის იძულებით შემოწმება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/352.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/354.md
