---
title: "მუხლი 354. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ შემოწმების ჩატარების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/354"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "354"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 354. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ შემოწმების ჩატარების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 354 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/354

1. შემოწმების ჩასატარებლად დადგენილებას ხელმოწერით აცნობენ შესამოწმებელს. შემოწმების ყველა მონაწილეს უნდა განემარტოს მათი უფლება-მოვალეობანი.

2. შემოწმებას, რომელიც დაკავშირებული არ არის სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში – სპეციალისტის მონაწილეობით.

3. შემოწმებისას, რომელიც დაკავშირებულია სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, აგრეთვე ამ კოდექსის 350-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებებთან, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, ატარებს ექიმი. ექიმს უფლება აქვს დაათვალიეროს შესამოწმებელი პირის სხეული, ჩაატაროს საჭირო გაზომვა და გამოიყენოს გასინჯვის ინსტრუმენტული მეთოდი. თუ შემოწმება ითვალისწინებს გაშიშვლებას, სპეციალისტი უნდა იყოს იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/353.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/355.md
